სოფლის ფოტოკლუბები ღორჯომისა და პანკისის ხეობებში 

Your browser doesn’t support HTML5

1 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი, რომლის ინიციატივითაც ხორციელდება სოფლის ფოტოკლუბების პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

Your browser doesn’t support HTML5

სოფლის ფოტოკლუბები ღორჯომისა და პანკისის ხეობებში 

პროექტმა უკვე მოიცვა ჯავახეთი და პანკისი, თებერვლიდან კი ზემო აჭარასა და პანკისის ხეობაში დაიწყება. ფოტოკლუბი მოიცავს ექვსი თვის განმავლობაში ხეობის სოფლებში მცხოვრებთათვის ფოტოგრაფიის შესწავლას, ერთობლივ მუშაობას და საბოლოოდ ფოტოგამოფენის მოწყობას. მასში ჩართვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მონაწილეობა უფასოა.

როგორ იწყებენ გამოცდილების არმქონე ადამიანები კამერასთან ერთად ცხოვრებას, რა ხვდება მათ ობიექტივში, როგორ შეიძლება გამოიყენო ფოტოგრაფია შენი ყოველდღიურობის უკეთ აღქმისთვის და რამდენად არის დაინტერესება სოფლად მცხოვრები ადამიანების მხრიდან მსგავსი პროექტებით - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.