კატალონიის ლიდერი ესპანეთს „გაუმართლებელ ძალადობაში“ ადანაშაულებს
Your browser doesn’t support HTML5
კატალონიაში, სადაც იმართება რეფერენდუმი ესპანეთისაგან დამოუკიდებლობის საკითხზე, ასობით ადამიანი დაშავდა, როცა პოლიციელებთან დაპირისპირება მოჰყვა საარჩევნო ურნების კონფისკაციას, რეფერენდუმისათვის ხელის შესაშლელად. ესპანეთის ხელისუფლებას უკანონოდ აქვს გამოცხადებული რეფერენდუმი და მიმართავს ზომებს მის წინააღმდეგ. კატალონიის ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა, კვირას განაცხადა, რომ მადრიდის მიერ რეფერენდუმისთვის ხელის შეშლა „გაუმართლებელია“ და რომ ცენტრალური ხელისუფლება ვერ დააბრკოლებს კატალონიელი ხალხის სურვილს, მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში. (ვიდეო: Reuters)