სტალინიზმი და ნაციზმი, როგორც ერთი მოვლენა

23 აგვისტოს მსოფლიომ სტალინიზმის და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღნიშნა. სტალინიზმის და ნაციზმის, როგორც ერთი მოვლენის გახსენება ოფიციალურად დაიწყო 2008 წლიდან, ე.წ. ”ევროპული სინდისის და კომუნიზმის დეკლარაციის” მიღების შემდეგ, დეკლარაციისა, რომლის ავტორი ვაცლავ ჰაველი და ევროპის პარლამენტის წევრები არიან. გიორგი გვახარია გვიამბობს იმაზე, თუ რატომ წარმოგვიდგინეს ადამიანის უფლებების დამცველებმა ნაციზმი და სტალინიზმი ერთი მოვლენის სახით.