"სტარტაპ მარკეტი" - ახალი სივრცე დამწყები მეწარმეებისთვის

Your browser doesn’t support HTML5

18 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მარკეტინგის სპეციალისტი ეკო ჩუბინიძე, რომელიც "სტარტაპ მარკეტის" (Startup Market) ერთ-ერთი ორგანიზატორია. "სტარტაპ მარკეტი" არის ღონისძიებების სერია, სადაც სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი დამწყები მეწარმეები ერთად ქმნიან მოძრავ სავაჭრო სივრცეს. პლატფორმა მიზნად ისახავს სტარტაპების პოპულარიზაციას და დაეხმარება მათ პროდუქციის წარდგენასა და გაყიდვაში.