სტიქიის შედეგად ქობულეთში დაზარალებულია 1000-მდე ოჯახი

არსებული მონაცემებით, სტიქიური მოვლენების შედეგად, ქობულეთში, ჯამში, დაზარალებულია 1000-მდე ოჯახი. ქალაქში მცხოვრები 20 ოჯახი ამ დროისთვის დაბრუნებულია სახლებში. აჭარის გეოლოგიის სამსახურში კვლევების შემდეგ ამბობენ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის 13 სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა და, აქედან გამომდინარე, მდგომარეობა, გეოლოგების აზრით, ძალიან მძიმეა. მათ მუშაობა ჯერ არ დაუსრულებიათ. სამსახურის უფროსის ტარიელ ტუსკიას თქმით, ყველა ლოკაციის შესწავლა კვირის ბოლომდე დასრულდება.

Your browser doesn’t support HTML5

სტიქიის შედეგად ქობულეთში დაზარალებულია 1000-მდე ოჯახი