მაია ქურციკიძე საბავშვო ბაღებში ძალადობის შესახებ

მაია ქურციკიძე

26 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ მოპყრობაზე.

Your browser doesn’t support HTML5

მაია ქურციკიძე საბავშვო ბაღებში ძალადობის შესახებ

2015 წელს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის თანახმად, საქართველოში საბავშვო ბაღების 70%-ში ფსიქოლოგიურ ძალადობას ვაწყდებით, 40%-ში კი ფიზიკურ ძალადობას იყენებენ. მაია ქურციკიძის თქმით, ამ სამწუხარო პრაქტიკის შეცვლა დამოკიდებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებებსა და იმ რეგულაციებზე, რომლებიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და რომელთა ფარგლებშიც დაგეგმილია საბავშვო ბაღების პედაგოგების გადამზადება. თუმცა, მისი თქმით, გადამზადების პროცესი უნდა იყოს პერმანენტული და არ შემოიფარგლოს მხოლოდ რამდენიმე ტრენინგით. ახალი რეგულაციების ფარგლებში კი განისაზღვრება საბავშო ბაღების სტანდარტები, მათ შორის, ჰიგიენის ნორმების, კვებისა და სააღმზრდელო სტანდარტები. ასევე ყველა საბავშვო ბაღი, იმისთვის, რომ მუშაობას შეუდგეს, ავტორიზაციას გაივლის.