სტუმრად ჩვენს ეთერში: თამთა მიქელაძე

Your browser doesn’t support HTML5

28 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამთა მიქელაძე, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი. მან ილაპარაკა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე სადაო შენობასთან დაკავშირებულ პროცესზე.

Your browser doesn’t support HTML5

სტუმრად ჩვენს ეთერში: თამთა მიქელაძე

თამთა მიქელაძის თქმით ადგილობრივი მუსლიმები გამოთქვამენ წუხილს, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს სადავო შენობის ისტორიული და კონფესიური მესაკუთრის დადგენას. სწორედ ეს არის ადგილობრივი მუსლიმების მოთხოვნა, რომ გამოიყოს არა სივრცე ლოცვისთვის, არამედ დადგინდეს ისტორიული შენობის ნამდვილი მესაკუთრე და მხოლოდ ამის დადგენის შემდეგ შენობის მესაკუთრისთვის დაბრუნების პროცესი დაიგეგმოს სამართლიანად. ამასთან, თამთა მიქელაძის თქმით, ზოგადად ხელისუფლების მიერ მართებულად არ დაგეგმილა რელიგიური კონფესიებისათვის საბჭოთა დროს ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხიც.