ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ახალგაზრდების მარტო ცხოვრების სირთულეებზე

28 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი, რომელიც ახალგაზრდების მარტო ცხოვრების სირთულეებზე საუბრობდა. როგორ უნდა გავზარდოთ შვილი ისე, რომ მზად იყოს დამოუკიდებლობისთვის, რა პასუხისმგებლობა ახლავს თან თავისუფლებას, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისთვის საკუთარი ძალების და უნარების გამოცდა - სწორედ ამ თემებზე საუბრობდა სტუმარი.