ალეკო ცქიტიშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრის შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

30 ნოემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი. მან ილაპარაკა ორგანიზაციის 20-წლიანი საქმიანობის თაობაზე.

Your browser doesn’t support HTML5

სტუმრად ჩვენს ეთერში ალეკო ცქიტიშვილი

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 20 წლის ხდება. 1996 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის სახელით დაფუძნებული ორგანიზაცია მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების მდგომარეობისა და სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობას. ამ მიზნის მისაღწევად ორგანიზაციამ მრავალი პროექტი განახორციელა, მათ შორის, ეს იყო „ბოდიშის“ კამპანია, რომელიც აპოლიტიკური და ომის საწინააღმდეგო მოძრაობა იყო და მიზნად ისახავდა ქართველ და აფხაზ ხალხს შორს მშვიდობიანი დიალოგის წახალისებას და ამის მხარდაჭერის აუცილებობაში როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების დარწმუნებას. ადამიანის უფლებათა ცენტრი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ პროცედურებში და ორგანიზაციის მონაწილებით საქმეები განიხილება საერთაშორისო სასამართლობეში. ცენტრი გაერთიანებულია მსხვერპლთა აღრიცხვის საერთაშორისო პრაქტიკოსთა ქსელსა და უფლედამცველთა სამხრეთ კავკასიურ ქსელში.