სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ დეკანოსიძე

Your browser doesn’t support HTML5

15 ივლისს რადიო თავისუფლების დილის ეთერის სტუმარი იყო პროექტის - ”ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში” - წარმომადგენელი, თამარ დეკანოსიძე. მან ისაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტზე, რომლის მიზანიც იმ პაციენტების უფლებებზე ზრუნვაა, რომლებიც ცე ჰეპატიტით არიან დაავადებულნი; ასევე პროექტის მთავარი მიმართულებებია პალიატიური მკურნალობა, აივ-ინფიცირებულები, წამალდამოკიდებულები, სექს-მუშაკები, ბოშები, პატიმრები. პროექტის მიზანია ამ ჯგუფების ინფორმირებულობისა და იურისტთა კვალიფიკაციის ამაღლება, რათა მათ გაუადვილდეთ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ჯანდაცვის სფეროში ადამიანების უფლებების დასაცავად.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი თამარ დეკანოსიძესთან