თამარ ქალდანი პერსონალური მონაცემების დაცვის თაობაზე

თამარ ქალდანი

16 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო თამარ ქალდანი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. მან ილაპარაკა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის 2016 წლის ანგარიშის თაობაზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თქმით, 3-ჯერ გაიზარდა მოქალაქეების, საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის გაწეული კონსულტაციების რაოდენობა, პრაქტიკულად 2-ჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების განცხადებებისა და ინსპექტირების რიცხობრივი მაჩვენებელი, გამოვლინდა სამართალდარღვევის 221 ფაქტი, 63 ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა, 35 ორგანიზაციას მიეცა გაფრთხილება, მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად გაიცა 202 მითითება და რეკომენდაცია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ისაუბრა ინტერნეტში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე და ყურადღება გაამახვილა 2016 წელს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალებისა და აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტებზეც.

Your browser doesn’t support HTML5

თამარ ქალდანი პერსონალური მონაცემების დაცვის თაობაზე