სტუმრად ჩვენს ეთერში: თათული თოდუა

Your browser doesn’t support HTML5

17 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თათული თოდუა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი. მან ილაპარაკა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების პროექტზე. 16 დეკემბერს სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გაავრცელა განცხადება. ეს ორგანიზაციები თვლიან, რომ კოდექსის პროექტში შესაცვლელია არჩეული გამგებლებისა და მერებისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი თათული თოდუასთან