მერი გაბაშვილი და ნატალია მემანიშვილი TedxTbilisi-ის შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

12 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ TedxTbilisi-ს დამფუძნებელი მერი გაბაშვილი და პროექტის მენეჯერი ნატალია მემანიშვილი. TedxTbilisi 17 აპრილს მეოთხედ გაიმართება და ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური ინტელექტუალური ფორუმი, რომელიც სხვადასხვა ინტერესების, პროფესიის, ასაკის და იდეების მქონე საინტერესო სპიკერებს აერთიანებს. როგორ ახერხებს Ted-ი ყველგან, სადაც ის არსებობს, იყოს საინტერესო ადამიანებისა და იდეების თავშეყრის ადგილი, ვის შეუძლია გახდეს სპიკერი და რა განაპირობებს ინტელექტუალური ფორუმის სანდოობას და პრესტიჟულობას - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმრებთან.