თუში ქალების საწარმო თუშეთიდან

Your browser doesn’t support HTML5

2 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია, რომელმაც 4 თვის წინ დაიწყო პროექტი თუში ქალების მონაწილეობით. პროექტი ორგანიზაცია "დიალოგისა და განვითარების სახლის" მიერ ხორციელდება და გულისხმობს თუში ქალების სოციალური საწარმოს შექმნას, სადაც ტრადიციული მეთოდით დამზადდება ფარდაგები და თექის ნივთები. რა გამოწვევები არსებობს კულტურული ტურიზმის განვითარების მხრივ, რამდენად ცოცხალია რეგიონებში დარჩენილი ტრადიციები და არის თუ არა შესაძლებელი მათი შენარჩუნება, თანამედროვე გამოწვევებზე მორგება და კომერციალიზაცია, რა პოტენციალი არსებობს რეგიონებში კულტურული პროცესების განვითარების შემთხვევაში - ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი სტუმრებთან.