ვაჟა ზუბაშვილის დოკუმენტური კინო

Your browser doesn’t support HTML5

11 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო კინოდოკუმენტალისტი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აუდიო-ვიზუალური ხელოვნების დოქტორი, ვაჟა ზუბაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია მუშაობს დოკუმენტურ კინოზე, ასწავლის სტუდენტებს და ბოლო წლების განმავლობაში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" არქივის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს. როგორ იცვლება დოკუმენტური კინო ეპოქების ცვლილებასთან ერთად, რა თემებია დომინანტური თანამედროვე ქართველი დოკუმენტალისტებისთვის და რა სჭირდებათ ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს იმისათვის, რომ ღირებული პროდუქტი შექმნან - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.