"არ მეშინია იმის თქმა, რაც არ არის მიღებული"

თეოდორა კოხოძე

მხატვარი თეოდორა კოხოძე ლაიფციგში ცხოვრობს და იქ დარჩება კიდევ სულ ცოტა ხანს, რადგან თბილისის აკადემიის კურსდამთავრებული ხელოვანი, ბევრი გამოფენის მონაწილე არამხოლოდ ევროპის კონტინენტზე, მიიღეს ორ სამხატვრო აკადემიაში, მიუნხენსა და ჰამბურში, მაგრამ გული ბავარიის დედაქალაქისკენ მიუწევს.

Your browser doesn’t support HTML5

უხილავი ფარდა

„უხილავ ფარდაში“ თეოდორასთან ვსაუბრობთ მის პროექტებზე, ნიუ-იორკის გამოფენაზე, რომელზეც ვერ ჩავიდა, მხატვრის თავისუფლებაზე, რა ფერითაც სურს, იმ ფერებით გამოსახოს ფერადი ღვთაება. ჯერ კიდევ ლაიფციგელ მხატვართან, რომელიც მიუნხენში აპირებს გადასვლას, ხელოვნებაზე ბაასი მხატვარი ქალების თემით დავიწყეთ: რა მიზეზია, რომ ბოლო ათწლეულში ასე მომრავლდნენ მხატვარი ქალები (და რომ მათი რიცხვი, მართლაც, დიდია, ამაში "უხილავი ფარდის" სტუმარი ქალების წილიც დაგარწმუნებთ).

თეოდორა კოხოძის ნამუშევრები