პოლიტიკური პროცესი - ძალაუფლებისთვის, თუ დემოკრატიისთვის?

კახა კახიშვილი, სოსო გალუმაშვილი

საქართველოში ახლა სახეზეა მრავალშრიანი პოლიტიკური პროცესი ყოფილი და ახლანდელი მმართველი ძალების მწვავე დაპირისპირების ფონზე. მთავრობის მეთაური საზოგადოებას მუშაობის პირველი ასი დღის შედეგებს აცნობს და მმართველ კოალიციაში არსებული უთანხმოების განმარტებაც უწევს; ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი იძლევა დაპირებას, რომ ახლანდელ ხელისუფლებას 4 წელიწადს ვერ დააცდის; დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე დებატები; ამავე დროს შესასრულებელია წინასაარჩევნო დაპირებები და საზოგადოება მეტ კონკრეტულ ინფორმაციას ელოდება მთავრობისგან. რას ემსახურება ეს ყველაფერი - ძალაუფლების განმტკიცებას, თუ დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში? ნინო გელაშვილმა ამ თემაზე სასაუბროდ თბილისის სტუდიაში მიიწვია კახა კახიშვილი, ”საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი და სოსო გალუმაშვილი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას” (GEPRA) უფროსი კონსულტანტი.