პენსი: "პრეზიდენტი ხელს მოაწერს რუსეთის სანქციების კანონს"

Your browser doesn’t support HTML5

ვაზიანში, „ღირსეული პარტნიორის“ სახელწოდებით ცნობილი სამხედრო წვრთნის მონაწილეებთან შეხვედრისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მალე ხელს მოაწერს რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრების კანონს. პენსის თქმით, იმისთვის, რომ შეიცვალოს რუსეთისადმი ვაშინგტონის დამოკიდებულება, „რუსეთმა თავისი ქცევა უნდა შეცვალოს“.