დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად აირჩიეს

Your browser doesn’t support HTML5

8 ნოემბერს გამართულ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა და მილიარდერმა დაამარცხა თავისი დემოკრატი მეტოქე, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. ნიუ-იორკში, რესპუბლიკური პარტიის შტაბბინაში, მხარდამჭერთა წინაშე გამოსვლისას, 70 წლის ტრამპმა ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და ქვეყანას გაერთიანებისა და პარტიული უთანხმოების დაძლევისკენ მოუწოდა.