2014 წლის ოქტომბერი

Your browser doesn’t support HTML5

“ძალადობის ოქტომბერი” - ასე შეიძლება დავახასიათოთ 2014 წლის ეს თბილი თვე, რომელიც საქართველოში პოლიტიკოსების დაპირისპირებითა და ქალების სასტიკი მკვლელობით გამოირჩეოდა. “წითელი ზონის” მორიგ გადაცემაში ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი განვლილი თვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს იხსენებს და ცდილობს ახსნას, თუ რატომაა ქართულ საზოგადოებაში ძალადობა ნორმად ქცეული.