50 წელი ჯონ კენედის მკვლელობიდან

Your browser doesn’t support HTML5

2013 წლის 22 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობის 50-ე წლისთავი აღინიშნა. პრეზიდენტი კენედი დალასში მისი მკვლელობისას 46 წლისა იყო. ამ თარიღს გამოეხმაურა რადიო თავისუფლებაც - ჩვენს საიტზე გამოქვეყნდა კენედის ცხოვრების ღირსშესანიშნავი მომენტების ამსახველი ფოტოსურათები და ფილმი, რომელიც კენედის მკვლელის, ლი ჰარვი ოსვალდის ცხოვრების ბელორუსიაში გატარებულ პერიოდს ასახავს. კენედის მკვლელობის 50-ე წლისთავს „წითელი ზონაც“ ეხმაურება: გიორგი გვახარია და გადაცემის სტუმარი ირაკლი გუნია საუბრობენ კენედის როლზე ამერიკის ისტორიაში.