ქალის როლი საქართველოში

Your browser doesn’t support HTML5

„წითელი ზონის“ მორიგი გამოშვება გენდერულ პრობლემებს ეძღვნება და გვიამბობს იმ როლზე, რომელსაც პატრიარქალური კულტურა აკისრებს ქალებს. სიუჟეტი თბილისის ქუჩებშია გადაღებული და შეგვახსენებს ადგილებს, სადაც ჩანს ქალის დაქვემდებარებული როლი დღევანდელ საქართველოში. გიორგი გვახარიას სტუმარი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების დოქტორანტი ლელა რეხვიაშვილი იმ მძიმე სამუშაოზეც გვიამბობს, რომლის შესრულებაც უხდებათ ქალებს.