ზღაპარი, რომელიც ხალხს აერთიანებს

Your browser doesn’t support HTML5

ბოლო დროს, განსაკუთრებით განათლების მინისტრის ცნობილი განცხადებების შემდეგ, საქართველოში ისევ დაიწყეს მსჯელობა ქართულ ზღაპრებსა და მათს გმირებზე. „წითელი ზონის“ უკანასკნელ გადაცემაში გავესაუბრეთ ფოლკლორისტ ქეთევან სიხარულიძეს – ადამიანს, რომელმაც მთელი თავისი პროფესიული მოღვაწეობა დაუკავშირა ზღაპრის დრამატურგიას, მისი პერსონაჟების შესწავლას. გიორგი გვახარიამ თავის სტუმარს ჰკითხა, მართალია თუ არა, რომ ყველა ხალხის ზღაპრებს ერთი სტრუქტურა აქვს და ზღაპარი კი არ გვაშორებს, არამედ გვაახლოებს განსხვავებულ სამყაროსთან?