მირიან გამრეკელაშვილი: ეკოლოგია თეოლოგიის მიმართულებაა

მირიან გამრეკელაშვილი

„უხილავ ფარდაში“ ყოველ მეორე ხუთშაბათს შეხვდებით უცხოეთში საქართველოდან სასწავლად წასულ ახალგაზრდებს. რა როლს თამაშობს კულტურულ-მეხსიერებითი ძველი სტრუქტურა: როგორ ხდება მისი გამოყენება, გახსენება; შეესაბამება თუ არა ეს იმ ავთენტურ სქემას, რომელიც ისტორიულად არსებობდა, - ამ თემაზე მუშაობს მირიან გამრეკელაშვილი, გერმანიის, აიხშტეტ-ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი, თეოლოგი, სოციოლოგი ისტორიკოსი. სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთობა ბავარიაში და საქართველოში; კარდინალი მარქსი და ეკოლოგია, როგორც თეოლოგიის ნაწილი; წმინდა ნინო და ღვთისმშობლის წილხვედრობა ქართველთა ცნობიერებაში - დღეს უხილავი ფარდის თემებია.

Your browser doesn’t support HTML5

უხილავი ფარდა