„გაგრა სულ ფერები იყო“

ხატია ესართია

„უხილავ ფარდაში“ დღეს გაგაცნობთ ხატია ესართიას, ამჟამად ნიუ-იორკში მცხოვრებ მხატვარს. ხატია მოსკოვში დაიბადა, ბავშვობაში ხშირად უწევდა გაგრაში ყოფნა ბებია-ბაბუასთან. აფხაზეთის ომის დროს ოჯახი აშშ-ში გადასახლდა. დღეს ხატია გიამბობთ, რატომ შეიყვარა აკვარელი, როგორ უნდა მოიპოვოს მხატვარმა ადგილი ხელოვნების სამყაროში და ხელოვნების ბაზარზე, სად რა ისწავლა... „უხილავი ფარდის“ ავტორმა, ოქროპირ რუხაძემ, საუბარი დაიწყო შეკითხვით, ახერხებს თუ არა ხატია, მხატვრისთვის ამ ზედგამოჭრილი სახელის გატანას ბაზარზე ისე, როგორც ეს ამერიკას შეეფერება.​

Your browser doesn’t support HTML5

უხილავი ფარდა