მხატვარ-მაუწყებელი - ანარქისტული წარმონაქმნი

ლადო დარახველიძე

არტმაუწყებელი, ანუ ხელოვანი-მაუწყებელია ლადო დარახველიძე. ანარქისტული წარმონაქმნები ვართო, ასე თვლის. ხატვა ისწავლა ნიკოლაძის სასწავლებელსა და სამხატვრო აკადემიაში თბილისში, მოგვიანებით - ნიდერლანდში, არნჰემში, ხელოვნების ინსტიტუში. წარმოშობით ქუთაისიდანაა, ამჟამად ჰოლანდიაში ცხოვრობს და მუშაობს. "უხილავი ფარდის" ავტორ ოქროპირ რუხაძესთან საუბარში ლადო დარახველიძე ჰყვება, რატომ ენიჭება უპირატესობა არტმაუწყებლობაში მეხსიერებას, ისტორიასთან შედარებით; როგორ დააკავშირა ბერტოლდ ბრეხტი და როდოლფო უოლში თავის მხატვრულ მაუწყებლობაში; რატომ ცხადდება სახლი, სადაც ტელევიზორია ჩართული ან ინტერნეტი მუშაობს, სახიფათო ზონად. "უხილავი ფარდის" სტუმრის თემა საინფორმაციო მედია და ჩვენზე მისი გავლენაა.

Your browser doesn’t support HTML5

უხილავი ფარდა