მხატვრობა ყოველთვის კავშირშია მეხსიერებასთან

სალომე სულაძე

პარიზში ცხოვრობს და მუშაობს, სწავლობს სალომე სულაძე - მხატვარი, რომელსაც თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ბაკალავრის ხარისხი აქვს, თბილისშივე გახდა ის ფრანგული ფილოლოგიის ბაკალავრი. ახლა პარიზი 8-ის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების, ფილოსოფიისა და ესთეტიკის ფაკულტეტზე, მაგისტრატურის მეორე კურსზე, სახვითი ხელოვნების ესთეტიკასა და ისტორიას სწავლობს. "უხილავ ფარდაში" გრძელდება ციკლი უცხოეთში მცხოვრები მხატვრების შესახებ. "უხილავი ფარდის" წამყვანი, ოქროპირ რუხაძე, პარიზში მყოფ მხატვარს თავიდანვე ეკითხება, რა მოუტანა პარიზში ჩასვლამ მის საქმეს, საით წარმართა მხატვარი სალომე სულაძე პარიზულმა ეტაპმა.

Your browser doesn’t support HTML5

უხილავი ფარდა