ევროპა ტიმოშენკოს გამო კიცხავს უკრაინას

ევგენია ოლეინიკის ნახატი

თუკი თვალყურს ადევნებდით უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს ავადმყოფობისა და ციხეში მის მიმართ მოპყრობის შესახებ ცნობებს, მაშინ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურისთვის დახატულ ამ კარიკატურას დიდი ახსნა არ სჭირდება: ტიმოშენკოს სამარკო ნიშანი, ოქროსფერი ნაწნავი, რომელიც ევროპის რუკაზეა გადაფენილი, უკრაინას ევროპის კავშირისგან ყოფს. ევროპის მაღალი რანგის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბოიკოტს გაუწევენ ევროპის 2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის იმ ნაწილს, რომელიც უკრაინაში გაიმართება. ამის მიზეზია გავრცელებული ცნობები ციხეში ტიმოშენკოს მიმართ ძალადობის შესახებ.