„გახსოვდეს, რა არის არცოდნა“

საბა შარიქაზე ფიზიკოსია, ქალაქ ეიმსში, აშშ-ში ცხოვრობს, მეუღლესთან ერთად. ის აიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონდენსირებულ გარემოს ფიზიკის მიმართულებით სწავლობს, დოქტორანტია. ამჟამად, მეორე კურსელ ინჟინრებს ფიზიკას, ელექტრომაგნეტიზმს ასწავლის. თბილისში, ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დამთავრების შემდეგ, მან გაიარა სრული კურსი თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. ეროვნულ გამოცდებზე ფიზიკაში ყველაზე მაღალი ქულა ჰქონდა, ამიტომ პირველი ორი წელი სრულად დაუფინანსეს. შემდეგ ერთი წელი თსუ-ს გამოყენებითი ფიზიკის მაგისტრატურაშიც ისწავლა. „უხილავი ფარდის“ წამყვან ოქროპირ რუხაძესთან საბა შარიქაძის საუბარი „კონდენსირებული გარემოს“ შესახებ წარიმართა. რა არის ქართველი ფიზიკოსის სასაუბრო თემის საგანი, ობიექტურად არსებული გარემო თუ ხელოვნურად შექმნილი „რეალობა“? – საინტერესო ინტერვიუ გელით.

Your browser doesn’t support HTML5

უხილავი ფარდა