რუსეთის სამხედრო გააქტიურება და საქართველოს თავდაცვის ამოცანები

ვახტანგ კაპანაძე

დღევანდელ "დაბრკოლების ზოლში", 2015 წლის ერთ-ერთი ბოლო გამოშვებაში, ჩვენ გარკვეულწილად შევაჯამებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, რომ წელსაც საქართველოში ადგილი არ ჰქონია შეიარაღებულ კონფლიქტს, შევეცდებით გავარკვიოთ, თუ რამდენად მყარია ეს მშვიდობა და როგორ იყენებს ამ მშვიდობიან დროს ქვეყნის ხელისუფლება სამხედრო ძალების გასაძლიერებლად. გვერდს ვერ ავუვლით ვერც საქართველოს ორი მოსაზღვრე მეზობლის, რუსეთისა და თურქეთის ბოლოდროინდელ საინფორმაციო-დიპლომატიურ ომს, რომელშიც მხარეები, განსაკუთრებით კი რუსეთის სამხედრო წრეების წარმომადგენლები, სულ უფრო მეტად აკეთებენ აქცენტს ძალის გამოყენებით გარკვეული საკითხების გადაჭრაზე. ამ და სხვა საკითხებზე რადიო თავისუფლების პრაღის სტუდიაში კობა ლიკლიკაძე ესაუბრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ვახტანგ კაპანაძეს, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება ჩეხეთის რესპუბლიკაში.

Your browser doesn’t support HTML5

რუსეთის სამხედრო გააქტიურება და საქართველოს თავდაცვის ამოცანები