ვალოსთან - სახელოსნოში

Your browser doesn’t support HTML5

შოთა რუსთაველის ძეგლი - კიევში და ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული ობიექტი (როკო ირემაშვილთან ერთად) - თბილისში, დედაენის ბაღში... კიდევ ხის, ქვის თუ რკინის არაერთი ნაკეთობა - ქანდაკებებიც, საყოფაცხოვრებო ნივთებიც... - 36 წლის მოქანდაკის, ვლადიმერ (ვალო) იმერლიშვილის, ნამუშევრებს მალე კიდევ ერთი ახალი ნამუშევარი შეემატება - „სამხედრო ცენტრის“ მემორიალი, რომელიც თბილისში, ვაკის პარკში უნდა გაკეთდეს და 1923 წელს დახვრეტილი ქართველი სამხედროების ხსოვნას მიეძღვნება. მანამდე კი ვალო იმერლიშვილი თავის მეგობარ მიხეილ სვანიძესთან ერთად საერთო სახელოსნოში განაგრძობს მუშაობას.