რუსეთში მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა 27 თებერვალს ვაშინგტონში ნემცოვის სახელობის მოედნის აბრა გახსნეს. ამ მოედანთან რუსეთის საელჩო მდებარეობს. ცერემონიას ესწრებოდნენ აშშ-ის კონგრესისა და ვაშინგტონის მუნიციპალური საბჭოს წარმომადგენლებიც (“როიტერსი”).