„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტო დაძლეულია

პარლამენტმა დაძლია „მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობა მიეცემა.