ჩვენი სტუმარი: ლიკა საჯაია

Your browser doesn’t support HTML5

12 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლიკა საჯაია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი. მან ილაპარაკა პრეზიდენტის მიერ 13 მარტისთვის დანიშნულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" კრიტიკულად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის დამოკიდებულებას ამ სხდომის მიმართ და თვლის, რომ "პარლამენტის წევრებს უნდა ჰქონდეთ ყველა შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად აწარმოონ ხელისუფლების კონტროლი.