ხაიშელები ჰესის აშენების წინააღმდეგ გამოდიან

Your browser doesn’t support HTML5

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის მოსახლეობა ხუდონჰესის პროექტის წინააღმდეგია და დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, უარი თქვას ჰესის მშენებლობის პროექტზე, რომელიც ხაიშელების თქმით, მთელ სვანეთს ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის. სოფლის და წინაპრების საფლავების დაცვის მიზნით ხაიშელების 200-მდე ოჯახმა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ფიცი დადო. ხელისუფლების მხრიდან ხაიშის დატოვების შეთავაზების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეები ფიზიკურ დაპირისპირებასაც არ გამორიცხავენ. ინდურ-ინგლისური კომპანიის, „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ პროექტი მდინარე ენგურზე 700-მეგავატიანი ჰესისა და 200 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში დაიტბორება 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია.