მცხეთა - ახალი ძველი ქალაქი

Your browser doesn’t support HTML5

ხვიჩა მარტოლეკის ოჯახი, მცხეთის ისტორიულ ნაწილში, სვეტიცხოვლის ტაძართან ახლოს, ახლად რეაბილიტირებულ სახლში ცხოვრობს. მცხეთის ამ ნაწილში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით სამი წლის წინ დასრულდა. ხვიჩა მარტოლეკი თავისი განახლებული სახლით კმაყოფილია და იქ სასტუმროს გახსნასაც გეგმავს. თუმცა სპეციალისტების აზრი მცხეთის დღევანდელი იერ-სახის თაობაზე ორად იყოფა - ნაწილი ფიქრობს, რომ ქალაქი მუზეუმი არ არის და ის უნდა განახლდეს, ნაწილის აზრით კი მცხეთამ ავთენტურობა დაკარგა.