საკეტების ხელოსანი ნოდარი

Your browser doesn’t support HTML5

ნოდარ ჭიკაძე უკვე ოც წელზე მეტია, საკეტების თვითნასწავლი ხელოსანია. მართალია, ტექნიკური განათლება აქვს, მაგრამ კონკრეტულად ეს ხელობა თავისით ისწავლა მას შემდეგ, რაც ცხოვრება გაჭირდა და ოჯახის რჩენის პრობლემამ იჩინა თავი. ამბობს, რომ კლიენტები მთელი თბილისის მასშტაბით ნაცნობების დახმარებით უკავშირდებიან. წლების განმავლობაში ეს სანაცნობო წრე გაფართოვდა. ამას ისიც დაემატა, რომ ცოტა ხნის წინ თავისი პროფესიის შესახებ ვიდეოების გადაღება და იუტუბზე განთავსება დაიწყო - ასე საკუთარ საქმიანობასაც უკეთებს რეკლამას და იმ პრობლემებზეც ლაპარაკობს, რომლებიც, მისი აზრით, ტექნიკური პროფესიების თვალსაზრისით საქართველოში არსებობს.