ზაირა არსენიშვილის ხსოვნას

ზაირა არსენიშვილი

გასულ კვირას თელავში, მწერლის მშობლიურ ქალაქში, დაკრძალეს ზაირა არსენიშვილი, კინოდრამატურგი, რომლის სახელი უკავშირდება, პირველ რიგში, ლანა ღოღობერიძის ფილმების წარმატებას. ზაირა არსენიშვილის სცენარით გადაღებული ფილმები - “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხზე”, “დღეს ღამე უთენებია”, “ორომტრიალი” - მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ეკრანზე უჩვენეს. ამავე დროს, ზაირა არსენიშვილი რამდენიმე რომანის ავტორია. მისი წიგნი “ვაჰ, სოფელო” ახლახან ფრანგულ ენაზეც ითარგმნა.

Your browser doesn’t support HTML5

ზაირა არსენიშვილის ხსოვნას