ზღვის წყალი სუფთაა

ბათუმის სანაპირო

ზღვის წყალი ბანაობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს - ასეთია დღემდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები. ამ მონაცემებით, აჭარის სანაპირო შავი ზღვის აკვატორიაში, ზღვის წყლის ხარისხის თვალსაზრისით, ლიდერობს. გარემოს დაცვის აჭარის სამმართველოს სპეციალისტები ბოლო წლების განმავლობაში წყლის ხარისხის გაუმჯობესებას იმით ხსნიან, რომ ზღვაში გაფილტრული საკანალიზაციო წყლები ჩაედინება. მონიტორინგის სამსახურმა წელს 100-ზე მეტი სინჯი აიღო. ხარისხის კონტროლი ოქტომბრამდე გაგრძელდება.

Your browser doesn’t support HTML5

რეპორტაჟი ბათუმიდან