ზოოპარკის ახალი ბინადრები
Your browser doesn’t support HTML5
თბილისის ზოოპარკს 14 ახალი ბინადარი ჰყავს. ერთერთი მათგანი უსურიის (ციმბირული) ვეფხვია. ეს ცხოველი თბილისის ზოოპარკში 2015 წლის წყალდიდობის შემდეგ არ ყოფილა. 2015 წლის ივნისში მომხდარ წყალდიდობას 19 ადამიანი და თბილისის ზოოპარკის ბინადარი 200-მდე ცხოველი შეეწირა. ახალ ცხოველებს შორის ასევე არის 7 ბენეტის ვალაბი (მცირე ზომის კენგურუ) ლონდონის ზოოპარკიდან და 6 ფაფრიანი ცხვარი ასევე დიდი ბრიტანეთიდან.