„აამუშავე აგარა“

Your browser doesn’t support HTML5

მეორე დღეა, „აგარის შაქრის“ 50 თანამშრომელი თბილისში ფეხით მოდის. ისინი კომპანიის დახურვას აპროტესტებენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მეშვიდე თვეა, კომპანია „აგარის შაქარი“ გაჩერებულია. მიზეზი იმპორტირებულ პროდუქტთან კონკურენციაში მარცხია. „აგარის შაქრის“ 500-მდე თანამშრომელი უმუშევარია.