"თუ ვინმეს გვგონია, რომ ეს არ გვეხება, ძალიან ვცდებით"

13 დეკემბერს პირველად იკრიბება "საქართველოს ანტინაცისტური კოალიციის" საინიციატივო ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი მონაწილე, "ჩართულობის და განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი, აგიტ მირზოევი განმარტავს, რომ ეს არ იქნება არასამთავრობოების გაერთიანება, არამედ - სახალხო მოძრაობა. კოალიცია იქნება ღია ყველა მოქალაქისთვის. აგიტ მირზოევი ლაპარაკობს ნეონაცისტური, ულტრარადიკალური ჯგუფების გააქტიურებასა და ორგანიზებულობაზე საქართველოში და თვლის, რომ ახლავეა საჭირო გამოწვევის აღიარება და მასთან გამკლავება, ვიდრე ძალიან გვიან იქნება. "დილის საუბრების" სტუმარი რადიკალიზმთან დაპირისპირების ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად განათლებას ხედავს.

Your browser doesn’t support HTML5

აგიტ მირზოევი "საქართველოს ანტინაცისტური კოალიციის" შექმნაზე