9 ადამიანი დაშავდა რუსთავი-თბილისის გზაზე ცემენტმზიდისა და ავტობუსის შეჯახებისას

დაშავებულია ცხრა ადამიანი.

რუსთავი-თბილისის გზაზე, ფონიჭალის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ცხრა ადამიანის დაშავება მოჰყვა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა - პირველადი ცნობებით, რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსს ცემენტმზიდი შეეჯახა.

რუსთავის მერიის ცნობით, „არ არის მსხვერპლი“.

ცხრა დაშავებულ ადამიანს შორის არის ავტობუსის მძღოლი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.