ავარიული შენობების პრობლემა რუსთავში

Your browser doesn’t support HTML5

რუსთავის გარეუბანში, ჭყონდიდელის დასახლებაში, რამდენიმე ავარიული შენობაა, რომლებიც, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, აღდგენას არ ექვემდებარება. შენობათა ბინადარნი გამაგრებით სამუშაოებს ითხოვენ, ნაწილიც - სხვა ბინებით დაკმაყოფილებას.