ამერიკა-საქართველოს ახალი სამხედრო გეგმა

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებში სამხედრო კომპონენტი ძლიერდება. 18 მაისს ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ცერემონია მიეძღვნა „თავდაცვის მზადყოფნის“ ამერიკულ-ქართული პროგრამის ამოქმედებასა და საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნას. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, გენერალ კურტის სკაპაროტის თქმით, ახალი გეგმა წვლილს შეიტანს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და, შესაბამისად, ევროპის სტაბილურობის გაძლიერებაში.