"ერთადერთი აზრი მიტრიალებს დღეს, რომ ეს ამბავი მალე არ დაავიწყდეს ხალხს"

როგორ უნდა დაიცვა ბავშვი ძალადობისგან? ბოლოდროინდელმა უმძიმესმა, ტრაგიკულმა ფაქტებმა სრულიად შიშვლად წარმოაჩინა საქართველოში არსებული მდგომარეობა. ანა არგანაშვილი, "დილის საუბრებში" ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, თბილისში 4 წლის გოგონას, დიდი ალბათობით, ძალადობის მსხვერპლის სიკვდილი მალე არ დაივიწყოს და "ჩაფარცხოს" სისტემამ, საზოგადოებამ. პრობლემაა ისიც, რას და რა ეტაპზე აღიქვამს (თუ აღიქვამს) საზოგადოება ბავშვის მიმართ ძალადობად და როდის რეაგირებს; აგრეთვე ისიც, ეს რეაგირება რამდენად აზღვევს ბავშვს შემდგომი ძალადობისგან. ანა არგანაშვილი აღნიშნავს, რომ თავად სისტემის წარმომადგენლები (სხვადასხვა მიზეზით, როგორც ზედა, ისე ქვედა რგოლის) არ ლაპარაკობენ, რომ სერიოზული პრობლემები, ბარიერები და ხაზრვეზებია მათ საქმიანობაში, რისი საფუძველიც შეიძლება იყოს აკრძალვა ზემდგომებისგან: ეს რეფორმა ჩავარდა და ტყდება სოცმუშაკზე!", ამბობს უფლებადამცველი. მიუხედავად მოცემულობისა, ანა არგანაშვილი ყველას ურჩევს, ძალადობის ფაქტის შემთხვევაში, დარეკონ 1505-ზე ან 112-ზე:

Your browser doesn’t support HTML5

ანა არგანაშვილი ბავშვის ძალადობისგან დაცვის საკითხზე