ანა დოლიძე: ეს არის "ყვითელი ბარათი" სტრატეგიული პარტნიორისგან

21 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი. მან ილაპარაკა სასამართლო რეფორმის მიმდინარეობაზე, ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორებზე, საერთაშორისო პარტნიორების პოზიციაზე, აშშ საელჩოს ბოლოდროინდელ განცხადებასა და მთავარ ამოცანაზე რეფორმის პროცესში. ანა დოლიძე "კრიტიკულ მომენტად" აფასებს 18 მაისს აშშ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოში სასამართლო რეფორმის გამოწვევების შესახებ. "დილის საუბრების" სტუმარი "ყვითელ ბარათსა" და "გამაფრთხილებელ ნიშანს" უწოდებს ამ განცხადებას. ანა დოლიძე თვლის, რომ არ მიმდინარეობს სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა და ამიტომაც გააკეთა ეს განცხადება აშშ საელჩომ. ფუნდამენტური რეფორმა კი იქნებოდა იმ "კლანის უფლებების შეკვეცა", რომელიც მართავს სასამართლო სისტემას.

Your browser doesn’t support HTML5

ანა დოლიძე სასამართლო რეფორმაზე