ანაკლია: ჯერ ქვიშა, შემდეგ მილიონები

Your browser doesn’t support HTML5

ანაკლიაში დაიწყო ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო-სამშენებლო სამუშაოები. მომავალი პორტის ტერიტორიაზე უკვე იმყოფება ფსკერის დამაღრმავებელი გემი „ათენა“. გემს ზღვის ფსკერიდან ამოაქვს დიდი რაოდენობით ქვიშა, რომელსაც სპეციალურად აშენებული 10 კმ სიგრძის დამბით აკავებენ ნაპირზე. პორტის პირველი ფაზის ტერიტორიაზე გადმოსატანია 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშა, რომელიც განაწილდება დაახლოებით 70 ჰექტარზე.