აპლიკაცია „ჰარი“ მგზავრობის გასამარტივებლად

Your browser doesn’t support HTML5

ქუთაისელმა სტუდენტმა ნიკა ბაზაძემ დამგზავრების ინოვაციური აპლიკაცია "ჰარი" შექმნა, რომელიც მგზავრებს მძღოლებთან აკავშირებს. თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტმა სტარტაპზე მუშაობა მეორე კურსიდან დაიწყო. იდეას მალევე მიმდევრებიც გამოუჩდნენ. ამჟამად, გუნდი 7 წევრისგან შედგება, „ჰარის“ კი 4000-მდე მომხმარებელი ჰყავს.