აქციის მეორე დღე იუსტიციის სახლთან

Your browser doesn’t support HTML5

უკვე მეორე დღეა, სხვადასხვა მოძრაობის წარმომადგენლები პარტია “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატებთან ერთად იუსტიციის სახლის წინ მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის წინააღმდეგ გამოდიან. აკრძალვა ამ საკითხზე არაკონსტიტუციურად გამოცხადდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, თუმცა კვირას, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო- სამეურნეო მიწების შესყიდვის კანონს ისევ ამკაცრებს.